|
2017-11-30 18:21:53, 1965 ნახვა
სამართალი
გიორგი გახარია ევროკავშირის ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატები, ასევე, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს. გიორგი გახარიამ და იანოშ ჰერმანმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების და დაგეგმილი პროექტების შესახებაც ისაუბრეს. „დღეს მქონდა პირველი, მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან. რა თქმა უნდა, განვიხილეთ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები და ის მოთხოვნები, რომლებსაც საქართველო დღეს უკვე აკმაყოფილებს. შესაბამისად, დავგეგმეთ მომავალი შეხვედრა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, რომლებიც შეიძლება ევროკავშირის ქვეყნებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის განხორციელდეს. გეგმების შემდგომი დახვეწისთვის, ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება გაფართოებული შეხვედრა, სადაც ჩვენი თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები იქნება გადაწყვეტილი“,- აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს თანამშრომლობასა და იმ თემებზე, რომლებიც აქტიურად დგას დღის წესრიგში. პირველ რიგში, ესაა ვიზალიბერალიზაციის საკითხი, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს მომავალში ევროკომისია ვიზალიბერალიზაციის პირველადი შედეგებისა და გამოცდილებების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს. საერთო ჯამში, ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ მიმდინარე პროცესებს, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რაც მეტ ყურადღებას საჭიროებს. ერთ-ერთი მათგანია ორგანიზებული დანაშაული. ევროკავშირს საქართველოსთვის საზღვრის დაცვის ხელშესაწყობად მნიშვნელოვანი პროგრამები აქვს, რომლებიც არა მხოლოდ უნდა გაგრძელდეს, არამედ უნდა მოხდეს მათში ცვლილებების შეტანაც, ახალი გარემოებების შესაბამისად. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მუშაობენ საზღვრის დაცვის პროცესში ჩართული უწყებები, როგორ შეუძლია ევროკავშირს მხარი დაუჭიროს ამ მიმართულებით ცვლილებებსა და მოდერნიზაციას. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი და შინაარსობრივად დატვირთული შეხვედრა“,- განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)