06:20 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 17:22:14, 1612 ნახვა

კომენტარი
იაგო ხვიჩია: ვდებთ პირობას, რომ საქართველოში, უახლოეს მომავალში მარიხუანას მოწევა-მოხმარება ლეგალური იქნება

ვდებთ პირობას, რომ საქართველოში, უახლოეს მომავალში მარიხუანას მოწევა-მოხმარება იქნება ლეგალური, - ამის შესახებ "გირჩის" წევრმა, ადვოკატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, სასამართლოს სიტყვები, ნიშნავს იმას, რომ ადამიანს კანაფის მოხმარების გამო პრობლემები არ უნდა შეექმნას. 

"ისტორიული დღეა 2017 წლის 30 ნოემბერი. ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოში განვიხილავთ ორ რამეს - კანაფის მოხმარება არის ლეგალური თუ რამდენიმე დღეში ან კვირაში გახდება ლეგალური. შეთანხმებული ვართ, რომ დეკრიმინალიზებულია და აუცილებლად ვდებთ პირობას, რომ საქართველოში, უახლოეს მომავალში საქართველოში მარიხუანას მოწევა-მოხმარება იქნება ლეგალური. ჩვენ დღეს პირველად გავარღვიეთ საბჭოთა კავშირის მიერ დაწესებული ზღუდე ნარკოტიკებთან დაკავშირებით. ჩვენ პირველად ვთქვით ადამიანზე, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არასოდეს იქნება კრიმინალი და ამ სიტყვების უკან დაბრუნება შეუძლებელია. შეუძლებელია უკან დაბრუნდეს საბჭოთა კავშირი. როცა სასამართლომ თქვა, რომ ეს არის ადამიანის თავისუფალი განვითარების საშუალება, ეს თავის თავში მოიცავს იმას, რომ ადამიანს აქვს უფლება თავისი თავის განვითარებისთვის რაც უნდა ის გააკეთოს. თუ ჩვენ ამ უფლებას ვაღიარებთ, შეუძებელია პროცესები წავიდეს იმ მიმართულებით, რომ საკუთარი თავისთვის მოსახმარ კანაფზე ადამიანი არა თუ დაიჭირონ, არამედ მას არ უნდა შეექმნას  რამენაირი პრობლემა. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ იხსნება ყველა ნასამართლეობა, რომელიც კანაფთან დაკავშირებით ადამიანებს ჰქონდათ, დაბრუნდება ყველა მართვის მოწმობა, რომელიც ამ მუხლით აქვს შეჩერებული ადამიანებს”, - განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics