04:09 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 15:43:19, 4139 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ  მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზებასთან დაკავშირებით, „გირჩის“ საკონსტიტუციო სარჩელი დააკმაყოფილა.

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლის მიხედვითაც ტეტრაჰიდროკარაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის იმ პირს, რომელსაც იმავე ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელი აქვს შეფარდებული ან იმავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი, შეიძლება შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.

"მოსარჩელის განმარტებით, მარიხუანის მოხმარება შეიძლება მოხდეს როგორც სამედიცინო, ასევე გართობის მიზნით. პირის უფლება საკუთარი სურვილისამებრ შეარჩიოს განტვირთვისა და დასვენების მისთვის მისაღები ფორმა და საშუალება, დაცულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების ჩარევისგან აბსოლუტურად დაცული სფეროთი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ქმედებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლება თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს. ამასთან, ვინაიდან მარიხუანის მოხმარებით ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება მიადგეს გარკვეული ზიანი, სასამართლომ აღნიშნული უფლების შეზღუდვა დასაშვებად მიიჩნია ისეთი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა მაგალითად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სხვა პირთა სიცოცხლისა და  ჯანმრთელობის დაცვა და სხვა.

მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა  დადასტურებულ მეცნიერულ კვლევებზე ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მტკიცებულება, რომლის საფუძველზე სასამართლო დაასკვნიდა, რომ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ან აბსტინენციის მდგომარეობაში ყოფნა ქმნის პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მომეტებულ საფრთხეს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარების ინდივიდუალური შემთხვევების დასჯადობა ვერ იქნება განხილული როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ვარგისი საშუალება. ასევე, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო წარმოედგინა მეცნიერულ კვლევებზე დამყარებული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მარიხუანა, თავისი ბიოლოგიური თუ ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე, იწვევს სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე მოთხოვნილების ჩამოყალიბება", - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებას "თეთრი ხმაურის მოძრაობა" უკვე გამოეხმაურა.

„კიდევ ერთი გამარჯვება, დღეიდან მარიხუანას მოხმარება ქვეყანაში დეკრიმინალიზებულია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არაკონსტიტუციურად ცნო. ვულოცავთ სრულიად საქართველოს ამ გამარჯვებას. მოძრაობა მადლობას უხდის სარჩელის ავტორსა და წარმომადგენელს გირჩს მოქმედი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი კონტრიბუციის შეტანისთვის", - წერს „თეთრი ხმაურის მორაობა".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics