2017-11-29 20:31:06, 2245 ნახვა
მსოფლიო
ჩეხეთის მთავრობა გადადგა
ჩეხეთის მთავრობა, პრემიერ ბოგუსლავ სობოტკას ხელმძღვანელობით, გადადგა.
როგორც ქვეყნის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მარტინ აირერმა განაცხადა, ახალ მთავრობას ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტი მილოშ ზემანი 13 დეკემბერს დანიშნავს.
ჩეხეთის ახალი პრემიერმინისტრი ანდრეი ბაბიში გახდება. მილიარდერი ბაბიში ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი და "უკმაყოფილო მოქალაქეთა პარტიის" დამფუძნებელია. 20 და 21 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ბაბიშის პარტიამ ხმათა თითქმის 30%-ით გაიმარჯვა, წარსულში ქვეყნის ყველაზე მსხვილმა "სოციალ-დემოკრატების" პარტიამ კი, ხმების მხოლოდ 7% მიიღო.
ავტორი: ,