|
2017-11-29 20:06:26, 9199 ნახვა
კულტურა
ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა
გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უძველესი ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი. ღვინის ქიმიური შემადგენლობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 000 წლით თარიღდება. გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ქვევრიც ამ ფაქტს მოწმობს. აქამდე ღვინის უძველესი ქიმიური შემადგენლება ირანში იყო აღმოჩენილი, რომელიც 5400 წლით თარიღდება. ახალი აღმოჩენა 600 წლით ადრინდელია და ადასტურებს, რომ ღვინის დამზადება და ღვინის კულტურა 8 000 წლის წინ უკვე არსებობდა. აღმოჩენის ავტორი, პენსილვანიის ანთროპოლოგიისა და არქეოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნია. კვლევის პროცესში მონაწილეობას იღებდნენ მეცნიერები საქართველოდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ისრაელიდან, კანადიდან, დანიიდან და აშშ-დან.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)