|
2017-11-29 19:47:08, 2101 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით, კიდევ ერთი სოციალური საწარმო გაიხსნა
„საქართველოს ბანკის“ ფონდმა „სიცოცხლის ხე“, სოციალური საწარმო, კერძოდ კერამიკის სახელოსნო და მაღაზია „ამფორეა“ გახსნა. აღნიშნული პროექტი, რომელსაც კავშირი „რეა“ ახორციელებს, სოციალური საწარმოების შესახებ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. საგრანტო კონკურსი 2016 წელს გამოცხადდა, შესაბამისად გამარჯვებული პროექტი საქართველოს ბანკმა 50 000 ლარის ოდენობის გრანტით დააფინანსა. სოციალური საწარმო „ამფორეა“ ორ სივრცეს - კერამიკის სახელოსნოსა და მაღაზიას აერთიანებს, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 4 ბენეფიციარია დასაქმებული. დაფინანსების შედეგად, „ამფორეა“ აღიჭურვა ავეჯით და კერამიკის გამოსაწვავი სპეციალური ღუმელით. მოეწყო და გარემონტდა სახელოსნოს და მაღაზიის სივრცე, მოხდა კერამიკის დამზადებისთვის საჭირო მასალის და ინვენტარის შეძენა, მაღაზიის ადაპტირება, სახელობო უნარებში ბენეფიციარების დახელოვნება და დასაქმება. სახელოსნოში მზადდება და მაღაზიაშივე იყიდება ხელნაკეთი ორიგინალური, დეკორატიული ნაკეთობები, კერამიკის აქსესუარები, მათ შორის საახალწლო თემატიკის, ასევე სამკაულები. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარებმა მოახდინეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, შეიძინეს პრაქტიკული პროფესია, შეისწავლეს ხელობა, დასაქმდნენ და გაუჩნდათ შემოსავლის წყარო. საწარმოს შემოსავალი შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მათ სახელობო უნარების განვითარებას და დასაქმებას მოხმარდება. საქართველოს ბანკმა გასულ წელს ჯამში 5 სოციალური საწარმოს შექმნა 200 000 ლარზე მეტი თანხის ოდენობით დააფინანსა, დაფინანსებული საწარმოები 2017 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიხსნება.
(R)
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)