05:06 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 19:25:33, 2229 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში ეკო და ჰიბრიდული ავტომობილების ამწყობი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩნეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანიანის ვიცე-მერმა ჭან სიაოფანის შეხვდა. 

ქუმსიშვილმა სიანიანის ვიცე-მერთან საქართველოში ეკო და ჰიბრიდული ავტომობილების ამწყობი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობები განიხილა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ კომპანია Xiangyang JXY Auto Part Co.-ს წარმომადგენლები.
შეხვედრის მსვლელობისას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლას 2018 წლის პირველი იანვრიდან, რაც დამატებით შესაძლებლობებს შექმნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციის კუთხით. მან მაგალითად მოიყვანა ჩინური კორპორაციების წარმატებული საქმიანობის მაგალითები, როგორიცაა როგორიცაა ჰუალინგი და CEFC China Company Limited.
ქალაქი სიაიანი არის ინდუსტრიული ქალაქი, სადაც განსაკუთრებით არის განვითარებული მანქანათმშენებლობა. კომპანია Xiangyang JXY Auto Part Co-ს მიერ წარმოებული ავტომობილები საკმაო პოპულარობით სარგებლობს. 

შეხვედრის მსვლელობისას სიანიანის ქალაქის ვიცე მერმა ბათუმისა და სიაიანის დაძმობილების სურვილი გამოთქვა.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics