06:20 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 19:20:19, 1575 ნახვა

კომენტარი
მამუკა ხაზარაძე: ვფიქრობ, აბრეშუმის გზის ფორუმის შემდეგ ახალი ერა იწყება

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ  თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ორი დღე შეაფასა და მას ნაყოფიერი უწოდა.

ხაზარაძის განცხადებით, ფორუმის ფარგლებში, ბევრ კონტრაქტსა და ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. მათ შორისაა  თიბისი ბანკის მიერ ევროპის საინვესტიციო  ბანკის  ჯგუფთან 94 მილიონი ევროს ღორებულების  ორი საგარანტიო  ხელშეკრულების  ხელმოწერა, რომელიც  საქართველოში მცირე, მიკრო  და საშუალო საწარმოების  განვითარებას მოხმარდება.

„ბოლო ორი დღე ძალიან ნაყოფიერი გამოდგა მთლიანად საქართველოსთვის და კონკრეტულად ჩვენი ჯგუფისთვის. ძალიან ბევრ კონტრაქტს  და ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, დღევანდელი ხელშეკრულებაც-94 მილიონი დოლარის შემოტანა ქვეყანაში, დახმარება, გვერდში დგომა მცირე და  საშუალო ბიზნესისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, თანაც ისეთი ინსტიტუტისთვის, როგორიც ევროპის საინვესტიციო ბანკია. ძალიან მაღალი რანგის ხელმძღვანელები არიან ჩამოსული. დღეს მათთან გვქონდა სხვა პროექტზე საუბარი.გუშინ, დღესაც საკმაოდ საინტერესო  შეხვედრები გვქონდა ანაკლიის პორტთან მიმართებაში. ეს გვაძლევს  დიდ ოპტიმიზმს. ვფიქრობ, ახალი ერა იწყება  აბრეშუმის გზის ფორუმის შემდეგ, ახალი ინტერესი გაიხსნა ქვეყნის მიმართ იმ ბანკებისა და კომპანიების მხრიდან, რომლებიც აქ არიან და არა მარტო. ეს ტემპი რომ გავაგრძელოთ, ძალიან სწრაფ შედეგებს მივაღწევთ“,-აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

აბრეშუმის გზის ორდღიან ფორუმში, მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან 1000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.

ფორუმი საქართველოს პრემიერ მინისტრის პატრონაჟით,   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics