|
2017-11-29 19:08:41, 3121 ნახვა
სამართალი
შსს - ესპანეთში, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 23 პირიდან, 19 საქართველოს მოქალაქეა
ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს აქტიური თანამშრომლობის შედეგად, გამოვლენილი და დაკავებულია ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი. ესპანეთის სამეფოს ქალაქებში - მადრიდსა და ბარსელონაში ერთდროულად მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა , რომლის შედეგადაც დაკავებულია 23 პირი, მათ შორის საქართველოს 19 მოქალაქეა. "დაკავებულებს ბრალად ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, ბინის ქურდობა და ფულის გათეთრება ედებათ. ესპანელმა სამართალდამცველებმა, სპეცოპერაციის შედეგად, დიდი რაოდენობით ფული და ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ესპანეთის და კატალონიის ეროვნულმა პოლიციამ დღეს დილით მადრიდსა და კატალონიაში ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს. პოლიციელებმა ბარსელონაში რამდენიმე საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. გარდა ამისა, ჩხრეკა მადრიდში მდებარე რამდენიმე სახლშიც ხორციელდება. ჯფუფი, რომლის წინააღმდეგ ოპერაცია ტარდება, ფულის გათეთრებასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან არის კავშირში. დაკავებულებს შორის ე.წ. კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის ძმის, კახა შუშანაშვილის ცოლია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)