|
2017-11-29 15:43:33, 1515 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ფოსტამ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან შეხვედრა გამართა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის B2B შეხვედრების ფორმატის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს ფოსტაში, შეხვედრა გაიმართა ელექტრონული კომერციის განვითარების თემაზე. საქართველოს ფოსტამ მიიღო მნიშვნელოვანი რეკომენდაციები თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და საფოსტო - საბაჟო პროდუქტების დახარისხება - გამტარიანობის გამარტივების და ელექტრონული კომერციის პროდუქტიული, სწრაფი და სწორი განვითარებისათვის. სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრი და გზავნილთა დახარისხების ცენტრი. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, "მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის" ვაჭრობის ხელშეწყობისა და კანონშესაბამისობის დირექტორატის ხელმძღვანელი ანა ინოჰოსა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი მაკა ხვედელიძე, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის მოადგილეები გრიგოლ მატუაშვილი და ვლადიმერ ხუნდაძე. „მოხიბლული ვარ საქართველოს ფოსტის თანამედროვე სერვის ცენტრით, აქ შესანიშნავი გარემოა. საამაყოა, რომ კომპანია ძალიან მაღალი სტანდარტებით მუშაობს, დანერგილია თანამედროვე პროგრამები, რაც მომსახურებას სწრაფს და მოქნილს ხდის მომხმარებლისთვის. კომპანიას ასევე სრულად აქვს გამართული გზავნილების მიღება - დახარისხების პროცესი. ელექტრონული კომერციის დანერგვა მოითხოვს მიმდინარე რესურსების ზრდას, რათა საქართველოს ფოსტამ შეძლოს მეტი რაოდენობის საერთაშორისო გზავნილების გატარება“. - აღნიშნა ანა ინოჰოსამ „ძალიან საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა შედგა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. საქართველოს ფოსტას საკმაოდ დიდი გეგმები აქვს ელექტრონული კომერციის მიმართულებით და სულ მალე მომხარებელს ახალ პროდუქტსაც წარუდგენთ. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც „მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან“, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან.“ - აცხადებს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.
(R)
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)