18:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 20:55:12, 1951 ნახვა

ეკონომიკა
ანაკლიის პორტმა აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პორტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

„თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ტრანსკასპიური დერეფნის პორტებთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტისა და ყაზახეთის პორტ კურიკის წარმომადგენლებთან ხელი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა მოაწერა.

ბაქოს პორტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა.

კურიკის პორტთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ყაზახეთის მხრიდან ხელი მოაწერეს პორტის გენერალური დირექტორის მოადგილემ ტალგატ ოსპანოვმა და  „სეიმურგ ინვესტის" გენერალურმა დირექტორმა ისკანდერ აბდულხალიკოვმა.

შეთანხმებები პორტებს შორის ხელს შეუწყობს ტრანს-კასპიური დერეფნის განვითარებას და ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულებისთანავე ტვირთის გადაზიდვის კონკურენტუნარიან პირობებს შექმნის.

უახლოეს მომავალში ანაკლიის პორტი გეგმავს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას რუმინეთის პორტ კონსტანცას ნავსადგურთანაც.

ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტებს აქტიურად განიხილავენ „თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმზე, რომელიც 28-29 ნოემბერს იმართება.

ანაკლია ფორუმის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და სპონსორია.

ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა სადისკუსიო პანელზე ანაკლია განხილული იქნება,  როგორც აბრეშუმის გზის ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი შუა კორიდორის განვითარებაში, მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი და საქართველოს ახალი შესაძლებლობა.

ანაკლიის პროექტის წარმომადგენლები  ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ ფორუმის მონაწილე 30-ზე მეტ კომპანიასთან.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს იწყება.

პორტის პირველი ფაზის გახსნა და ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2021 წლისთვის იგეგმება. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics