19:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 14:15:11, 489 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის საქმიანობას არასამთავრობო ორგანიზაციები გაეცნენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ახალგაზრდების პრობლემებზე მომუშავე 40-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ცენტრისთვის, ისე არასამთავრობო სექტორისთვის. სტუმრები დანაშაულის პრევენციის ცენტრის  მიზნებს, მიმდინარე პროგრამებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნენ.

შეხვედრის მიზანი იყო ერთი მხრივ, დანაშაულის პრევენციაზე მიმართული სახელმწიფო პოლიტიკის გაცნობა და მეორე მხრივ, მეტი კოორდინაცია სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს შორის. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაინტერესდნენ როგორც ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის შედეგებით, ისე ახალგაზრდული პროგრამებით, თუ როგორ მიმდინარეობს მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მისიაა საქართველოში დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა, რისკ ჯგუფებთან მუშაობა და პირველადი დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics