|
2017-11-28 19:36:14, 1786 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილეს
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა შედგა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერსა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილეს ცეან ქემინგის (Qian Keming) შორის. შეხვედრის მსვლელობისას დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა თბილისის ფორუმის მნიშვნელობა ქვეყნისთვის და რეგიონისთვის, რომელიც წარმოადგენს ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის „გზისა და სარტყელის“ ინიციატივის გამოძახილს. დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლა 2018 წლის პირველი იანვრიდან დამატებით შეუწყობს ხელს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას და ზრდას. ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი არის პირველი ფორუმი, რომელიც აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში იმართება ჩინეთის გარეთ. ხოლო, მისი საქართველოში ჩატარება ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას ამ ინიციატივის ფარგლებში. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ზონების განვითარებასა და სამეწარმეო სიმძლავრეების ზრდის ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის. ხსენებული მემორანდუმი მიზნად ისახავს ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის, ინვესტიციებისა და საწარმოო შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით, საწარმოებისათვის თანამშრომლობის პლატფორმის მშენებლობას და სამრეწველო კლასტერების გაძლიერებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დადებითი ტენდენციებით ხასიათდება. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ 728 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 19%), ჩინეთი არის საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მე-3 ადგილზე, საქართველოს მთლიან ბრუნვაში 8.5%-იანი წილით. მათ შორის: ექსპორტმა შეადგინა 184.5 მლნ. აშშ დოლარი, რაც 27%-ით მეტია 2016 წლის 10 თვის მონაცემებთან შედარებით. ექსპორტის მიხედვით უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ჩინეთი მე-3 ადგილზეა, საქართველოს მთლიან ექსპორტში 8.4%-იანი წილით. (NS)
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)