|
2017-11-28 19:16:29, 1801 ნახვა
ეკონომიკა
ქსიოჟუნი: სარტყელისა და გზის ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელია აზიასა და ევროპას შორის ძლიერი კავშირები შეიქმნას
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე ი ქსიოჟუნი, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში თემატური პანელის „სავაჭრო ხელშეწყობა სარტყელი და გზის ინიციატივების ფარგლებში“ სიტყვით გამოვიდა. ის აცხადებს, რომ სარტყელისა და გზის ინიციატივის სრულად განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება შეიქმნას მყისიერი კავშირები წარმოებასა და გასაღებას შორის, ასევე, ინკლუზიური ვაჭრობა და უფრო ძლიერი კავშირები აზიასა და ევროპას შორის. ქსიოჟუნმა ისაუბრა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის როლზე სავაჭრო ურთიერთობების განვითარების, ბარიერების მოხსნის და რეგიონალური და ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებით გათვალისწინებული ამოცანების მხარდაჭერის კუთხით. მისი განცხადებით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმებები ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ, მიზნად ისახავს ექსპორტის, იმპორტის და სატრანზიტო პროცედურების ინტეგრირებას, გამარტივებას და სტანდარტიზაციას. მისივე განმარტებით, რითაც შემცირდება ტვირთების მოძრაობის დრო, დანახარჯები საზღვრებზე, ასევე ბიზნესისთვის, განსაკუთრებით კი მცირე საწარმოებისთვის უფრო ადვილი გახდება ვაჭრობა და ღირებულებათა შექმნის გლობალურ ჯაჭვთან მიერთება. WTO-ს გენერალური დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, ხელშეკრულების სრული განხორციელებით შესაძლებელი იქნება, ვაჭრობის ხარჯების შემცირება საშუალოდ, 14,5%-ით. „ახალი აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარე ქვეყნები უდავოდ მიიღებენ სარგებელს მისი სრული და სწრაფი განხორციელების შედეგად.“ - განაცხადა ი ქსიოჟუნმა. როგორც გამომსვლელმა აღნიშნა, ელექტრონული ვაჭრობა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ბიზნესის წარმოების ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. (NS)
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)