00:18 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 14:11:00, 539 ნახვა

სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსმა ქართული და ამერიკული ტექნიკა მოინახულა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ერთობლივი სწავლების „მაღალი დონის პარტნიორობა“ ქართველ და ამერიკელ ხელმძღვანელობას შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სწავლებისთვის მზადების პროცესი შეაფასა და სამხედრო მოსამსახურეებისგან წვრთნის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. გენერალური შტაბის უფროსმა სწავლებისთვის განკუთვნილი ქართული და ამერიკული სამხედრო ტექნიკაც დაათვალიერა.

14 ერთეული ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანები და აღჭურვილობა ბათუმის პორტიდან ეშელონებით ვაზიანში გუშინ დილით ჩამოვიდა. მომზადდა წვრთნაში მონაწილე ქვეითთა საბრძოლო მანქანები ქსმ2-ებიც.

„მაღალი დონის პარტნიორობაში“ სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული „ბრედლებითა“ და ქართულ შეიარაღებაში არსებული ქვეითთა საბრძოლო მანქანა ქსმ2-ებით სხვადასხვა ტაქტიკურ ამოცანებსა და საბრძოლო სროლებს შეასრულებენ.

ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება „მაღალი დონის პარტნიორობა“ 11 მაისს ვაზიანში ოფიციალურად გაიხსნება. წვრთნა საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად.

სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მიიღებს მონაწილეობას. წვრთნაში აშშ-ის არმიის 220-მდე სამხედრო მოსამსახურე ჩაერთვება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics