|
2017-11-28 15:51:34, 1874 ნახვა
ეკონომიკა
EBRD-ის ვიცე პრეზიდენტი: საქართველო არის მეორე ტალღის რეფორმების ლიდერი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცეპრეზიდენტმა ალან პიუმ დადებითად შეაფასა საქართველოს საქმიანობა როგორც საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის, ისე ქვეყნის შიგნით ოთხ-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების კუთხით. „საქართველო არის მეორე ტალღის რეფორმების ლიდერი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში და ეს არის აშკარა პროგრესი. საქართველოს ღიაობა და მზაობა, ვაჭრობისადმი პროგრესული მიდგომა, აქტიური თანამშრომლობა ჩინეთთან და მეორეს მხრივ ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში, აშკარად მისასალმებელია“, - აღნიშნა EBRD-ის ვიცე პრეზიდენტმა. თავის გამოსვლაში, ალან პიუმ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ მინისტრის აქტიურ ჩართულობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და სხვა წამყვან საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციების მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებში. EBRD-ის ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, ორგანიზაცია მხარს უჭერს აბრეშუმის გზის პროექტით გათვალისწინებულ კონტექსტს და სრულად იზიარებს აღნიშნული ინიციატივის ხედვებს და ამოცანებს. მისი განცხადებით, აღნიშნულს მოწმობს ის ფაქტიც, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკითბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის სპონსორია. ალან პიუმ აგრეთვე ისაუბრა იმ როლზე, რაც შეიძლებაორგანიზაციამ შემდგომში გასწიოს სარტყელი და გზის ინიციატივის ფარგლებში. „უპირველესყოვლისა, ჩვენ გვინდა, უფრო ღრმად ჩავერთოთ პოლიტიკურ რეფორმებში ყველა პარტნიორთან.ასევე ხაზი მინდა გავუსვა კერძო სექტორის მობილიზაციის აუცილებლობას აბრეშუმის გზის კონტექსტში. სახელმწიფოს ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია, კერძო სექტორმა უნდა ჩადოს ფინანსები, კადრები და ძალისხმევა“, -განაცხადა EBRD-ის ვიცე პრეზიდენტმა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცეპრეზიდენტმა ისაუბრა რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებზე და ორგანიზაციის კონტრიბუციაზე ამ მიმართულებით. ალან პიუს თქმით, მსოფლიო ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან კოორდინაციით, EBRD-ს 500 მილიონი დოლარის წვლილი შეაქვს, სამხრეთ გაზის კორიდორის განვითარებაში, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანს, თურქეთს და დასავლეთ ევროპას საქართველოს მეშვეობით. „ყარსი-ახალქალაქი-განჯის გზატკეცილი დააკავშირებს მნიშვნელოვან ადგილმდებარეობებს ერთმანეთთან. ეს იქნება სატრანსპორტო განვითარების ერთ-ერთი ნიმუში ამ რეგიონში“, - აღნიშნა ალან პიუმ. სტუმარმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოშიანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესი.
(NS)
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)