|
2017-11-28 15:28:30, 1826 ნახვა
ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში ჩატარებულ რეფორმებს და პროექტებს დადებითად აფასებს
„თბილისის აბრეშუმის ფორუმზე“ აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტმა ვენჩაი ჟანგმა საქართველოში განხორციელებული პროექტები შეაფასა და მიღწევების შესახებ ისაუბრა: „საქართველოს აქვს ძალიან დიდი მიღწევები, რაც რეფორმების გატარებას და ზოგადად განვითარებას ეხება. მინდა, მივულოცო საქართველოს ყველა ეს მიღწევა. მე თვალყურს ვადევნებ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და ჩვენი ურთიერთობების განმტკიცებას. ფორუმში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია, მე წინა ფორუმსაც დავესწარი საქართველოში. მინდა პატივისცემა გამოვხატო საქართველოს მთავრობისადმი იმ მასპინძლობისთვის რომელიც ჩვენ გაგვიწია“, -განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა. ვენჩაი ჟანგის თქმით, 2016 წლიდანსაქართველო დიდ როლს ასრულებს იმ 11 ქვეყანასთან ერთად, ვისთანაც აზიის განვითარების ბანკი აქტიურად თანამშრომლობს: „2007 წელს საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრი გახდა და 10 წლის განმავლობაში 2,3 მილიარდი დოლარის მობილიზება მოხდა სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად“. ვენჩაი ჟანგის განცხადებით, საქართველოში გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა და საჯარო სერვისებიგანვითარდა. ამასთან, აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტის თქმით, შემუშავდა ახალი ხედვა, რომლის მიზანია 2020-30 წლებში პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის და სხვა სექტორებში მჭიდრო თანამშრომლობისჩამოყალიბება.
(NS)
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)