2017-11-28 15:15:46, 1707 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე ირანის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების მინისტრს შეხვდა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების მინისტრს, აბას ახუნდის შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პერსპექტივა და აღნიშნული დერეფნის შესაძლებლობის ეფექტურად გამოყენების საკითხები.
შეხვედრას დაესწრნენ სს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აბას თალები ფარი.
(NS)
ავტორი: ,