|
2017-11-28 13:01:36, 1645 ნახვა
ეკონომიკა
მოლდოვის პრემიერი: ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა რეგიონის ქვეყნების საერთო ინტერესს წარმოადგენს
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მისასალმებელი პანელის „მაღალი დონის დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ ფარგლებში, მოლდოვის პრემიერ მინისტრმა, პაველ ფილიპმა რეგიონის ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა აბრეშუმის გზის ინიციატივის მიზნების მისაღწევად. პაველ ფილიპის განცხადებით, გლობალიზაციის პროცესების დინამიური მხარდაჭერა, ვაჭრობის ლიბერალიზაცია, ელექტრონული ვაჭრობისა და დიჯიტალიზაციის საშუალებების გაფართოება, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, სატრანსპორტო სფეროსა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მოლდოვის რესპუბლიკის ძირითად პრიორიტეტებს წარმოადგენენ. „ამ თვალსაზრისით, ინიციატივა ერთი სარტყელი, ერთი გზა, შესაძლებელია ეფექტურ მექანიზმად იქცეს, ჩვენი საერთო მისწრაფებების რეალიზაციის და ეკონომიკის გლობალიზაციის თვალსაზრისით, რაც მოგვცემს შესაბამისი შედეგების მიღწევის საშუალებას“, - განაცხადა მოლდოვის პრემიერ მინისტრმა. თავისი გამოსვლის ფარგლებში, პაველ ფილიპმა ღონისძიების მონაწილეებს მოლდოვის მთავრობის მიერ გატარებული ძირითადი რეფორმები და ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები გააცნო. სტუმარმა ისაუბრა ევროკავშირთან და სუამის ქვეყნებთან გაფორმებულ სავაჭრო შეთანხმებებზე და იმ პერსპექტივებზე, რომელსაც აღნიშნული შეთანხმებები უქმნის პარტნიორ სახელმწიფოებს. პრემიერ მინისტრის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რომელიც მოლდოვის რესპუბლიკას სხვა ქვეყნებთან აქვს, უზრუნველყოფს წვდომას უფრო ფართო ბაზრებზე, რვაას მილიონზე მეტი მომხმარებლის პერსპექტივით და ექსპორტისთვის დამატებით შესაძლებლობებით. პაველ ფილიპის განცხადებით, რეგიონის განვითარებისთვის ფუძემდებლურ ელემენტს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს. „მიზანი, რომელსაც ერთად ვემსახურებით, არის შეთანხმებული და ურთიერთშემავსებელი თანამშრომლობა ტრანსპორტის თვალსაზრისით, რისთვისაც რამდენიმე ინიციატივას ვახორციელებთ. გასულ კვირას ბრიუსელში აღმოსავლეთ თანამშრომლობის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით საგზაო რუკის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯია კორიდორის ინტეგრაციის და მაქსიმიზაციის გზით ბარიერების მოხსნისთვის საერთაშორისო ჯაჭვში“,- აღნიშნა მოლდოვის პრემიერ მინისტრმა. გამოსვლის დასასრულს, პაველ ფილიპმა დადებითად შეაფასა საქართველოს მუშაობა „სუამის“ ფარგლებში და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრობლობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო განვითარდება. „2018 წელს მოლდოვის რესპუბლიკა თავჯდომარე იქნება „სუამში“, აიღებს რა ინიციატივას ქართველი კოლეგებისგან, რომლებიც ძალიან წარმატებული იყვნენ ამ თვალსაზრისით და ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა თანამშრომლობის გაღრმავებისა „სუამის“ სატრანსპორტო კორიდორის ფარგლებში.“ - განაცხადა მან.
(NS)
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)