04:37 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 13:20:43, 1505 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე: ეს ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ როლს რეგიონში

„საქართველო იმკვიდრებს ადგილს, როგორც ლიდერი რეგიონში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობის აღმოჩენის კუთხით“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის“ ფორუმს.

მისი თქმით, წინა ფორუმთან შედარებით, წელს ფორუმის მონაწილეთა რაოდენობა გაორმაგებულია, რაც რეგიონში საქართველოს მზარდ როლს უსვამს ხაზს.

„ფორუმის მონაწილეთა რაოდენობა, წინა ფორუმთან შედარებით, გაორმაგებულია. ეს ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ როლს რეგიონში, როგორც სანტრანსპორტო-სავაჭრო ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის მატარებლის. საქართველო ხელს უწყობს გლობალური პროექტების და სტრატეგიული მნიშველობის ინიციატივების განვითარებას. საქართველო  დღეს არის ლიდერი არა მხოლოდ ევროპული ტრანსფორმაციის მიმართულებით, რომელიც დადასტურდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, არამედ, საქართველო იმკვიდრებს ადგილს, როგორც ლიდერი რეგიონში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობის აღმოჩენის კუთხით. ძალიან ბევრი გამოწვევაა დღეს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ევროპის და აზის კონტინენტზე. ჩვენი მიზანია, რომ  მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობები გვქონდეს, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობას, სტბილურობას, განვითარებას და საქართველო დაიმკვიდრებს თავის ადგილს, როგორც მნიშვნელოვანი სანდო პარტნიორი ამ თანამშრომლობაში“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით ტარდება. 2017 წლის ფორუმი  2015 წლის ფორუმის გაგრძელებაა და წარმოადგენს მაღალი დონის სამთავრობო და ბიზნესთან დიალოგის და სახელმწიფოების, ორგანიზაციებს შორის ორმხრივი და მრავალხმრივი შეხვედების პლატფორმას. აბრეშუმის გზის ფორუზმე დასასწრებად თბილისში 34 ოფიციალური დელეგაცია 60-მდე ქვეყანიდან 2000-მდე დელეგატით ჩამოვიდა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics