17:06 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 10:45:45, 1694 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: საქართველომ მჭიდროდ დაიმკვიდრა ადგილი იმ კონცეფციაში, რასაც აბრეშუმის თანამედროვე გზა ეწოდება

 საქართველომ მჭიდროდ დაიმკვიდრა ადგილი იმ კონცეფციაში, რასაც აბრეშუმის თანამედროვე გზა ეწოდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე, როცა თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი" იმართება, ამის ნათელი დადასტურებაა.  

"დღევანდელ ფორუმში მონაწილეობს 2000-ზე მეტი დელეგატი, რაც გახლავთ უნიკალური მოვლენა. თქვენ ვერ ნახავთ კომპანიას, სერიოზულ მოთამაშეს აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანში, რომ არ მონაწილეობდეს ამ ფორუმში. ვფიქრობ, რომ ეს ფორუმი საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ძალიან კონკრეტული უპირატესობები. გაფორმდება რამდენიმე კონტრაქტი, მათ შორისაა ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაქტი, რომელსაც აფორმებს ანაკლიის კონსორციუმი. მინდა გამოვყო ხელშეკრულება თანამშრომლობაზე ყველაზე მსხვილ საკონტეინერო გადამზიდავ ჩინურ კომპანიასა და "საქართველოს რკინიგზას" შორის. ზოგადად, რა თქმა უნდა, აღნიშნული პლატფორმა საშუალებას მოგვცემს უკეთესად წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და ეკონომიკური პოტენციალი. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო ძალიან დიდ თანხებს დებს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მინდა აღვნიშნო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, "საქართველოს რკინიგზის" მოდერნიზაციის პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში და სხვა",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოსთვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება პრიორიტეტულია.

"ჩვენ არაერთხელ ავღნიშნეთ ის, რომ საქართველოსთვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება გახლავთ აბსოლუტური პრიორიტეტი. რაც შეეხება საქართველოზე გამავალ მეორე სარკინიგზო მიმართულებას, ეს უბრალოდ საშუალებას მოგვცემს მეტი სინერგია შევძინოთ ამ მიმართულებას. თქვენ თუ მოუსმენთ მოსაზრებებს, რომელსაც აფიქსირებენ ექსპერტები ამ საკითხთან დაკავშირებით, ნათლად ჩანს, რომ ეს ორი მიმართულება ერთმანეთს პირიქით, დაეხმარება, შექმნის სინერგიას და ერთმანეთს კონკურენციას არ გაუწევს",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics