17:07 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 18:48:22, 2023 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს,  ვენჩაი ჟანგს (Wencai Zhang) შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოში მიმდინარე და სამომავლო პროექტებს.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება იმ მიმართულებით, რომელიც გათვალისწინებულია აზიის განვითარების ბანკის 2014-2018 წლებისთვის გათვალისწინებულ სტრატეგიაში და მიზნად ისახავს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, რეგიონული კავშირის გაძლიერებას.

ფინანსთა მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით მიმდინარე და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორის, საგადასახადო მიმართულებით.

„აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორია, რომლის აქტიური პორტფელი ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 2.1 მილიარდი დოლარია და მოიცავს კერძო და საჯარო სექტორის დაფინანსებას და ტექნიკურ დახმარებას. ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტები მოიცავს საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს, როგორიცაა გზები, მუნიციპალური და საქალაქო ინფრასტრუქტურა, წყალი და კანალიზაცია. ასევე, განსაკუთრებით მნიშნელოვანია ბანკის  მხარდაჭერა ინსტიტუციური რეფორმების, კერძოდ, საპენსიო რეფორმის მომზადების, კერძო და საჯარო თანამშრომლობის სისტემის შექმნის, კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

როგორც ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ADB მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას ყველა მიმართულებით, მათ შორის, ტექნიკური დახმარებისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით.  მან ასევე მაღალი შეფასება მისცა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს", რომელიც საქართველოში უკვე მეორედ იმართება და იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი ნაყოფიერად იმუშავებს და ბიძგს მისცემს სრულად იქნას გამოყენებული აბრეშუმის გზის შესაძლებლობები და პოტენციალი.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ADB-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში იეშიმ ელჰან - კაილარი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.            

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics