|
2017-11-27 17:01:24, 1665 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განიხილვა დღეს კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებთან გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ყველა კონსტიტუციური ორგანო იყო მიწვეული, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ჩათვლით. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარისვე განმარტებით, მათ მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. „ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს კონსტიტუციით დადგენილი პროცედურის ფარგლებში და ბუნებრივია, ამ პროცედურის მიმართ ასეთი დამოკიდებულების გამომჟღავნება არის ჩვენთვის სრულიად მიუღებელი",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვენეციის კომისიასთან მიღწეულ შეთანხმებას ეფუძნება და საუბარია ხუთ ძირითად ცვლილებაზე. ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებს ცვლილებები და მათი შინაარსი გააცნო. მისი თქმით, ერთ-ერთი ცვლილება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებებთან დაკავშირებულ მუხლს ეხება და ახალი რედაქცია სრულ შესაბამისობაში მოდის ევროკონვენციის ტექსტთან. „ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო ჩარევის საფუძვლების განვრცობა ევროკონვენციის შესაბამისად და შეიცვალა ეს ჩანაწერი. პირველი ცვლილება ეხება მე-16 მუხლს, მეორე პუნქტში შედის შესაბამისი შესწორება, და ახალი რედაქცია ჩამოყალიბდება შემდეგნაირად: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით,"- განმარტა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ცვლილება შეეხო საარჩევნო სისტემასაც. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ბონუსის სისტემის გაუქმებას ითვალისწინებდა. „პირველ რეკომენდაციაში ვენეციის კომისიამ მოგვიწოდა, რომ შეგვესწორებინა, დაგვეკორექტირებინა ბონუსის სისტემა, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ზღვრები დავუწესეთ ბონუსს, თუმცა, ამის შემდეგ, ვენეციის კომისიამ შეცვალა თავისი რეკომენდაციის შინაარსი და გვთხოვა ბონუსის მთლიანად ამოღება. ანუ, განსხვავებული იყო პირველი და მეორე რეკომენდაციები და ჩვენ ვმოქმედებთ ახლა მეორე რეკომენდაციის შესაბამისად, მთლიანად უქმდება ბონუსის სისტემა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, იცვლება ფორმულირება მანდატებთან დაკავშირებით. „ახალ რედაქციაში აღინიშნება, რომ მანდატების დასადგენად მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5% მაინც მიიღეს. ამ ახალი ფორმულირებით მინიმუმამდე დადის გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის თქმით, შემდეგი ცვლილება პრეზიდენტის არჩევის წესს ეხება და საუბარია ტერმინოლოგიურ ცვლილებაზე - ტერმინი „ხმოსანი" იცვლება „საარჩევნო კოლეგიის წევრით". რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს, ირაკლი კობახიძის თქმით, დამტკიცებულ რედაქციაში აღნიშნულია, რომ „დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამის არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში არ არის მიღებული". პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვენეციის კომისიამ ვადის გაზრდა მოითხოვა და შესაბამისად, 1 წლის მაგივრად, 15 თვე ჩაიწერება. კიდევ ერთი ცვლილება საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დატოვებას გულისხმობს. „პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად, პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 %-ს მაინც. ანუ, დაემატა ბლოკი, ერთჯერადად და შემდეგ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე, მათ საარჩევნო ბლოკებს",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. საკონსტიტუციო ცვლილებების წარდგენის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის წევრთა და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)