|
2017-11-27 14:25:38, 2609 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსული კომპანია Gloria Jeans-ი „ტერორიზმში“ დაადანაშაულა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ტანსაცმლის მწარმოებელი რუსული კომპანია Gloria Jeans-ი "ტერორიზმში" დაადანაშაულა, - ამის შესახებ Kommersant.ru იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კომპანია საქონელს ლუგანსკის არაღიარებულ რეგიონში აწარმოებდა. ამ ეტაპზე კომპანიის საქონელი დაყადაღებულია, თუმცა მაღაზიები მუშაობას აგრძელებენ. ამასთან, მედიის ცნობით, კომპანია გადასახადებს არაღიარებული ლუგანსკის ხელისუფლებას უხდიდა, რაც უკრაინული კანონმდებლობით აკრძალულია და ტერორიზმის ხელშეწყობას უტოლდება. უსაფრთხოების სამსახურმა ჩხრეკა კომპანიის რამდენიმე ოფისში და საწყობში ჩაატარა. კერძოდ კი: კიევში, ხარკოვში, ოდესაში, ლვოვში, დნეპრისპირეთში და სხვა ოლქებში. ექპერტიზით დადგინდა, რომ კომპანიის საქონელი სწორედ არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზეა წარმოებული. გამოძიების თანახმად, დამზადებული საქონელი ლუგანსკიდან რუსეთში გადაჰქონდათ, სადაც მათი წარმოშობის შესახებ საბუთების გაყალბება ხდებოდა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნული საბუთების გაყალბების შემდეგ, საქონელი ისევ უკრაინაში იგზავნებოდა, თუმცა უკვე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით. ამის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე საქონლის რეალიზება ხდებოდა. ერთ-ერთი იურისტის ინფორმაციით, თუ აღნიშნული ბრალდებები დადასტურდა, Gloria Jeans-ის მფლობელების და კომპანიის აქციონერების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება. მანვე დასძინა, რომ კომპანიას და მასთან დაკავშირებულ ყველა პირს სანქციების სიაში შეიყვანენ. ამ ეტაპზე კომპანიის საქონელი დაყადაღებულია, თუმცა მისი ანგარიშები გაყინული არ არის. გარდა ამისა, როგორც კომპანიის მფლობელი ვლადიმირ მელნიკოვი აცხადებს, კომპანიის მიერ წარმოებულ საქონელზე მოთხოვნა ისევ მაღალია. მისივე თქმით, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის დაწყებამდე, ლუგანსკის რეგიონში 11 ქარხანა მუშაობდა, ხოლო ახლა ერთი ან ორი. "ლუგანსკში ახლა მხოლოდ ერთი ან ორი საწარმო მუშაობს, სადაც 500 კაცამდეა დასაქმებული. ჩვენ ხალხს მუშაობის საშუალებას ვაძლევთ, ვაჭმევთ და ტერორიზმს არ ვეხმარებით", - დასძინა კომპანიის მფლობელმა. ცნობისთვის, კომპანია Gloria Jeans-ი 1988 წელს დაარსდა. კომპანია აწარმოებს ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს. მუშაობს ორი ბრენდის სახელით: Gloria Jeans და Gee Jay.2016 წელს კომპანიის შემოსავალი გაყიდვების თვალსაზრისით 2.5-ჯერ გაიზარდა, რაც შემოსავლების 4.2 მილიარდი რუბლით გაზრდას გულისხმობს. არსანიშნავია, რომ კომპანია Gloria Jeans-ი ქართულ ბაზარზეც მუშაობს. კომპანიის რამდენიმე მაღაზია თბილისის სხვადასხვა რაიონებშია განლაგებული.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)