|
2017-11-27 10:51:28, 1737 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა და ვოლოდიმირ გროისმანმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ გროისმანს, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ეკონომიკური კავშირების გააქტიურება და ორი ქვეყნის საერთო ევროპული მისწრაფებები იყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანს ოფიციალური ვიზიტისა და "აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა "ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით საქართველოში. მინდა, მივესალმო თქვენს პირველ ოფიციალურ ვიზიტს და მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ მონაწილეობთ "აბრეშუმის გზის ფორუმში". მინდა, ასევე ხაზი გავუსვა საქართველოსა და უკრაინას შორის ბოლო პერიოდში მზარდ დინამიკას, ასევე მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო უკრაინის პრეზიდენტის წარმატებული ვიზიტი, რომელიც ახლო წარსულში შედგა და ასევე ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნების ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მნიშვნელობას. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო უპირობო მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჩვენი მხრიდან გვსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თანმიმდევრული პოზიციის გამო საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ძვირფასო მეგობარო ვოლოდიმირ, მოგესალმებით საქართველოში", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელ კოლეგას. ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მაღალ დონეს გაუსვა ხაზი უკრაინის პრემიერ-მინისტრმა. "მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო ბატონი პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და ჩვენი თანამშრომლობის მაღალი დონე. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ვიზიტი იქნება მორიგი ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისკენ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ასევე აღვნიშნო ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი",- განაცხადა ვოლოდიმირ გროისმანმა.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)