2017-11-26 13:37:18, 2109 ნახვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებების მორიგი საყოველთა-სახალხო განხილვა ხვალ გაიმართება
საკონსტიტუციო ცვლილებების მორიგი საყოველთა-სახალხო განხილვა ხვალ, 11:00 საათზე, თბილისის პარლამენტში, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზში გაიმართება და მას ირაკლი კობახიძე გაუძღვება.
თავდაპირველად ირაკლი კობახიძე უკვე მიღებულ დოკუმენტს მიმოიხილავს და რეფორმის ძირითად მიზნებზე ისაუბრებს.
მოგვიანებით ის საზოგადოებას კონსტიტუციის ახალ რედაქციას გააცნობს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ, საკონსტიტუციო კანონის პროექტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
ავტორი: ,