|
2017-11-25 15:21:16, 1973 ნახვა
კომენტარი
ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, „ლეო გრანდი“ რამდენიმე თვის წინ, შსს-ს სამაშველო სამსახურმა დააჯარიმა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ სასტუმრო "ლეო გრანდი" რამდენიმე თვის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურმა დააჯარიმა. როგორც პატარაძემ აღნიშნა, ხანძართან დაკავშირებით არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი, რომელსაც პასუხს გამოძიება უახლოს მომავალში გასცემს "თქვენ იცით, რომ გამოძიება დაწყებულია. ცოტა ხნის წინ დავასრულე საუბარი შს სამინისტროს წარმომადგენელთან, ასევე სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებთან გავმართეთ შეხვედრა. დაგიდასტურებთ, რომ არის ბევრი კითხვის ნიშანი, რომელსაც გამოძიება უახლოეს მომავალში პასუხს გასცემს. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა ეს სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები იქნებიან თუ კერძო კომპანიის წარმომადგენლები, აბსოლუტურად ყველა დაისჯება და იქნება მაქსიმალური რეაგირება. მქონდა ინფორმაცია, რომ ეს სასტუმრო იყო დაჯარიმებული. დაჯარიმება შს სამინისტროს სამაშველო სამსახურის მიერ მოხდა", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 10 საქართველოს, 1 კი, ირანის მოქალაქეა. ამასთან, დაშავდა 21 ადამიანი. მათგან 14 საავადმყოფოდან უკვე გაეწერა, 7 კი, სხვადასხვა კლინიკებში განაგრძობს მკურნალობას. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა“).
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)