|
2017-11-25 12:50:35, 761 ნახვა
რეგიონი
ბათუმის კლინიკებში ამ დროისთვის, ხანძრის შედეგად დაშავებული 7 პაციენტი რჩება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში ხანძრის შედეგად დაშავებულთაგან 7 ადამიანი რჩება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 15 პაციენტი უკვე ბინაზეა გაწერილი. მისივე თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „სხვადასხვა კლინიკებში შემთხვევის ადგილიდან შემოყვანილი იყო 22 პაციენტი. მათგან უკვე 15 გაეწერა ბინაზე, ამ დროისთვის 7 პაციენტი რჩება დაწესებულებებში. ყველა მათგანის დიაგნოზი იყო ნახშირჟანგით ინტოქსიკაცია. დარჩენილი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და დამატებით მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებებში გადიან", - განაცხადა მიქელაძემ „მოამბის“ ეთერში. შეგახსენებთ, ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ 11 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. დაშავებულებიდან სამი მეხანძრე მაშველია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა“).
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)