13:25 - 24 Oct, 2026
|
2017-11-24 17:46:14, 2920 ნახვა
მსოფლიო
ეგვიპტეში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 155-მდე გაიზარდა (ვიდეო)
ეგვიპტეში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. ამასთან, მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქებისას 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ქვეყნის პრეზიდენტი აბდულ ფატაჰ ალ-სისი ხელისუფლების სხვა წევრებთან საგანგებო შეხვედრას გამართავს. ქვეყნის ყველა პროვინციაში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული. თავდასხმა ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში, ქალაქ ელ-არიშის დასავლეთით მდებარე მეჩეთზე მოხდა. ტერორისტები მეჩეთში წირვის დროს შეიჭრნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედოს. ამის შემდეგ მათ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს. აღსანიშნავია, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. მომხდარის გამო, ეგვიპტეში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)