|
2015-05-07 10:33:19, 412 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
ვაშინგტონში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომას ქართული მხრიდან თანა-თავმჯდომარეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე. აშშ-ის მხრიდან სხდომის თანათავმჯდომარეები იყვნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში კურტ ტონგი, აშშ საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯონათან კატცი და კომერციის მდივნის თანაშემწის აღმასრულებელი მოადგილე ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის საკითხებში მაიკლ ლალი. „სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. აშშ-ის მხარემ ხაზგასმით აღნიშნა მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში და ამ პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს ის პროგრესი, რომელსაც მხარეებმა მიაღწიეს სავაჭრო საკითხებზე საექსპერტო დონეზე მოლაპარაკებებში და შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ სხვადასხვა საშუალებებით ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციის გაძლიერებას, მათ შორის, მომავალში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების ჩათვლით. ამ მიმართულებით, მხარეები მიესალმნენ ვაშინგტონში 29 ივნისს დაგეგმილ მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგს. მხარეებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს 2015 წლის მარტში საქართველოში განხორციელებული აშშ სავაჭრო მისიის წარმატებული ვიზიტი და აღნიშნეს მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის პარალელურად ქართული სავაჭრო მისიის ჩატარების მნიშვნელობა. აშშ-ის მხარემ ხაზგასმით დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა რეგიონში საქართველოს მზარდი ეკონომიკური როლის, როგორც სავაჭრო, ბიზნეს- და ლოჯისტიკური ჰაბის, მიმართ. აშშ-ის მხარემ ასევე აღნიშნა საქართველოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევა „აბრეშუმის გზის“ რეაქტივაციის საკითხებში, რომელიც სამხრეთ კავკასის საშუალებით ევროპისა და აზიის ბაზრებს ერთმანეთთან აკავშირებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. აშშ-ის მხარემ საქართველოს 2015 წლის ოქტომბერში დაგეგმილი „აბრეშუმის გზის“ ფორუმში მონაწილეობა და მხარდაჭერა აღუთქვა“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)