2015-05-07 10:28:16, 271 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტში საკომიტეტო სხდომებზე დღეს მოუსმენენ
მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტში საკომიტეტო სხდომებზე დღეს მოუსმენენ, კენჭისყრა კი, სავარაუდოდ, 8 მაისს გაიმართება.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გუშინ, პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს 8 მაისს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თხოვნით მიმართა.
პრეზიდენტის მიერ ამ თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სხდომა 13:00 საათზე დაიწყება, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას ხელახალ ნდობას გამოუცხადებენ.
კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომა 48 საათის განმავლობაში უნდა დანიშნოს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან