17:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 12:58:39, 1747 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: 2018 წელს რეფორმების გარდა, ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ხარისხობრივ ნაწილში

2018 წელს რეფორმების გარდა, ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ხარისხობრივ ნაწილში, რათა არსებული პროცესები გახდეს უფრო დახვეწილი და თანამედროვე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან გამართულ შეხვედრაზე.  

მისი თქმით, ბიზნესის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იმ რეფორმამ, რომელიც 2018 წელს იგეგმება და ეხება დღგ-ის დაბრუნების ავტომატიზებული სისტემის დანერგვას.

„ეს საკითხი თოთოეული მეწარმისთვის ძალიან აქტუალურია და მოხარული ვარ, რომ მივიღეთ დადებითი უკუკავშირი ამ მიმართულებით. გარდა ამისა, შეხვედრაზე განვიხილეთ სხვა თემებიც, რომლებიც საჭიროებს დახვეწას და განვითარებას. მივიღეთ კონკრეტული წინადადებები, თუ რა პროცესების გაუმჯობესებაა შესაძლებელი, მაგალითად, საბაჟოს ნაწილში, რომელსაც, რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტრო გაითვალისწინებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ აღნიშნა, წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტი მისაღებია ბიზნეს გაერთიანებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების საკითხი. „ის ვადები, რომელიც დასახელდა, ხელს შეუწყობს იმას, რომ თანხები მიმართული იყოს ინვესტიციებისა და კომპანიების განვითარებისთვის", - განაცხადა მან.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან გამართული შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მას  ბიზნეს გაერთიანების 100-ზე მეტი წევრი დაესწრო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics