05:27 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 10:17:00, 328 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილემ ვაშინგტონში შეხვედრები გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით დონდუამ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლსა და კონგრესში შეხვედრები გამართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტში დავით დონდუა  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდს და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხებში, ერინ ბარკლის შეხვდა. თეთრ სახლში საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწესთან ევროპის საკითხებში, ჩარლზ კაპჩანთან, პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწესთან რუსეთისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, სელესტ ვოლანდერთან და ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველთან ევროპის საკითხებში, მაიკლ კარპენტერთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვდა აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩევლებს.

უწყების ცნობით. შეხვედრებისას მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე და პერსპექტიულ საკითხებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ქართულმა დელეგაციამ ამერიკელ პარტნიორებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციასთან მიმართებაში, მიმდინარე და დაგეგმილი რეგიონული ეკონომიკური პროექტების და ინფრასტრუქტურული განვითარების შესახებ.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისა და ნატოს ვარშავის სამიტისათვის მზადების შესახებ. აშშ-ის მხარემ ტრადიციულად მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული კონსოლიდაციის და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით მხარეებმა ასევე აღნიშნეს დაგეგმილი ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობა.
შეხვედრებისას მხარეებმა ასევე სიღრმისეულად განიხილეს საქართველოსა და ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. დავით დონდუამ ამერიკელ პარტნიორებს დეტალურად გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics