18:42 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 10:44:17, 771 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციას ერზურუმის სახელმწიფო და საუნივერსიტეტო კლინიკებში უმასპინძლეს

თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ერზურუმში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებსა და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს ათათურქის სახელობის საუნივერსიტეტო და რეგიონული კვლევითი კლინიკების ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს.

ერზურუმის სახელმწიფო კვლევით კლინიკა მომავალი წლის მიწურულს 1200 საწოლზე გათვლილ ახალ საავადმყოფოს გახსნის, მოქმედი კლინიკის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარებს. მანამდე სამედიცინო დაწესებულება პაციენტებს მომსახურებას 250 საწოლზე გათვლილი თანამედროვე ტიპის სამედიცინო ცენტრში სთავაზობს.

გასულ წელს კლინიკამ მომსახურება 2500 უცხოელ პაციენტს გაუწია. აქედან სამედიცინო ტურიზმით ისარგებლა საქართველოს შვიდმა მოქალაქემ. რაც შეეხება ათათურქის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას, აქაც კონფერენციის მონაწილეებისათვის მოეწყო პრეზენტაცია და სერვისების გაცნობა. სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით. კლინიკა 1450 საწოლზეა გათვლილი, წლის განმავლობაში ემსახურება მილიონამდე პაციენტს, აქვს 25 საოპერაციო ბლოკი. დასაქმებულია 2650 თანამშრომელი, აქედან 576 მედიკოსი პარალელურად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. აღნიშულ კლინიკაში ტარდება ძვლის ტვინის, ღვიძლისა და თირკმლის გადანერგვის ოპერაციები.

 

ერზურუმის რეგიონული კვლევითი ცენტრის ვებ-გვერდი: http://www.erzurumbeah.saglik.gov.tr/index.php

ათათურქის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ვებ-გვერდი: http://hastane.atauni.edu.tr/

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics