|
2017-11-22 15:36:18, 2325 ნახვა
სამართალი
შს მინისტრი გიორგი გახარია სპეცოპერაციის ადგილზე მივიდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გაბრიელ სალოსის გამზირზე მივიდა, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ადგილზე ამ დრომდე პერიოდულად ისმის სროლის და აფეთქებების ხმა. სპეციალური დანიშნულების რაზმმა იმ კორპუსზე მიიტანა შტურმი, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები არიან გამაგრებული. ისინი სამართალდამცველების მიმართულებით პერიოდულად ცეცხლს ხსნიან და ფანჯრიდან ხელყუმბარებს აგდებენ. ადგილზე სპეცრაზმის გარდა ძალოვანი სტრუქტურების სხვადასხვა დანაყოფებია მობილიზებული. სპეცოპერაციაში ჩართული არიან ასევე ჯავშანმანქანები. შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ სპეცოპერაციის დროს ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს კიდევ ერთი სამართალდამცველი დაიჭრა, თუმცა ამ ინფორმაციას უწყებები არ ადასტურებენ. სპეცოპერაციის შედეგად ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პირია დაკავებული.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)