|
2017-11-22 13:48:27, 2187 ნახვა
ეკონომიკა
სოზარ სუბარი: ყველაფერი კეთდება, რათა სპეცოპერაცია დამთავრდეს ისე, რომ არც ერთი მოქალაქე არ დაზიანდეს
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დეტალებზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. ის ამბობს, რომ ამ თემაზე შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ განცხადებას იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რასაც მათ შექმნილი ვითარება მისცემთ. სუბარი მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ყველაფერი კეთდება, რათა სპეცოპერაცია დასრულდეს ისე, რომ არც ერთი მოქალაქე არ დაზიანდნენ: „შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ განცხადებას იმ დოზით, რა დოზითაც შესაძლებელია ამ ეტაპზე ისე, რომ არ შეექმნას საფრთხე მოსახლეობას. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სპეცოპერაცია დამთავრდეს ისე, რომ არც ერთი მოქალაქე არ დაზიანდეს. რაც საჭირო იქნება, იმაზე შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ განცხადებას“,-აღნიშნა მან. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც ცნობილი გახდა, მან სხდომა დაწყებიდან მალევე დატოვა. შეგახსენებთ, გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია 17 საათზე მეტია მიმდინარეობს. ამ დროისთვის სპეცრაზმი იმ შენობის შტურმით აღებას ცდილობს, სადაც ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი პირები არიან გამაგრებული.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)