|
2017-11-22 12:59:26, 1757 ნახვა
სამართალი
გაბრიელ სალოსის გამზირზე, სპეცრაზმი სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში შტურმს დაიწყებს
გაბრიელს სალოსის ქუჩაზე მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების რაზმი კორპუსს, სადაც ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი პირები არიან გამაგრებული, რამდენიმე წუთში შტურმით აიღებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორპუსიდან ყველა მაცხოვრებელი ევაკუირებულია. ადგილზე მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციის და სპეცრაზმის თანამშრომლები. „ამ წამს იქ ვიყავი და ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. ადგილზე არიან მობილიზებულები სპეცრაზმის წარმომადგენლები. რამდენადაც მე ვიცი, ისინი წუთიწუთზე კორპუსის შტურმით აღებას აპირებენ. ასევე ჩემთვის ცნობილია, რომ ყველა ბინის მცხოვრებელი კორპუსიდან არის სრულად ევაკუირებული“, - განაცხადა ადგილობრივმა. ცნობისთვის, გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია 18 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. სპეცრაზმსა და საპატრულო პოლიციას კორპუსის მიმდებარე ტერიტორია სრულად აქვთ გადაკეტილი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)