19:04 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-06 17:54:09, 450 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ მშენებარე სასტუმრო კომპლექსი დაათვალიერა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ბათუმში ს. ჟღენტის ქ. #1-ში მშენებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი კომპლექსის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ ხაბაძეს პროექტის განვითარების ეტაპების შესახებ დამფუძნებელი კომპანიის წარმომადგენელმა საქართველოში გერმანე გოგლიჩიძემ და სასტუმრო კომპლექსის დირექტორმა გია აბულაძემ პირადად გააცნეს.

აღნიშნული კომპლექსი რეგიონში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტია, რომელსაც ახორციელებს ავსტრიული კომპანიის "GAB Resorts Holding and Development GmbH" შვილობილი კომპანია საქართველოში - შპს "GIMG". 

2015 წლის 7 მარტის მდგომარეობით, პროექტში უკვე გახარჯულია 60 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია.

სასტუმრო და გასართობი კომპლექსი დაყოფილია რამდენიმე ნაწილად და მოიცავს სასტუმრო კომპლექსს, გასართობ ცენტრს, მულტიპლექსი/სინემა ცენტრს,  საცხოვრებელ კომპლექსს ,,Palm Apartment", ღია საცურაო აუზს და პავილიონს. ასევე, კომპლექსში განთავსდება სხვადასხვა ტიპის აბანოები და რეკრეაციული ზონა.

 სასტუმრო და გასართობი კომპლექსი თავისი ინფრასტრუქტურით  შავი ზღვისპირეთში  არა მხოლოდ აქტიური დასვენებისა და რეკრეაციის საშუალებას, არამედ მასობრივი კულტურული ღონისძიებების - კონცერტების,  ჩვენებებისა და მიღებების ღია ცის ქვეშ ჩატარების შესაძლებლობასაც იძლევა.

 სასტუმრო კომპლექსისა და გასართობი ცენტრის დასრულება დაგეგმილია 2016 წელს. აღნიშნული კომპლექსის მართვასა და მომსახურებაში დასაქმდება ასეულობით ადამიანი. ბათუმს შეემატება მძლავრი ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის მქონე კომპლექსი.

პროექტის ინვესტიციების საერთო რაოდენობა  მთლიანად შეადგენს 120 მილიონ აშშ დოლარზე მეტს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics