23:19 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 10:04:19, 2186 ნახვა

სამართალი
კორპუსიდან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია გრძელდება.

ადგილზე სამართალდამცველებს რამდენიმე კორპუსის შესასვლელი აქვთ ბლოკირებული.

არსებული ინფორმაციით, სპეცრაზმი ორი პირის აყვანას ცდილობს, რომლებიც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში იმყოფებიან. ისინი სავარაუდოდ, ტერორიზმთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი.

გამთენიისას ადგილზე ძლიერი აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმოდა. ამასთან, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, საცხოვრებელი კორპუსიდან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

დაკავების სპეცოპერაცია უკვე 15 საათზე მეტია მიმდინარეობს.

სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, პოლიციის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის გარდა, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა, ასევე სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები არიან მობილიზებული. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics