2017-11-21 15:53:47, 1709 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი Javelin-ის სარაკეტო სისტემაზე: ეს არის ეფექტური თავდაცვითი საშუალება, რომელიც მშვიდობას და უსაფრთხოებას მოხმარდება
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის ანტისატანკო სარაკეტო სისტემა Javelin-ის გადმოცემას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს.
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ეფექტური თავდაცვითი საშუალება, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა, უსაფრთხოება, რაც რა თქმა უნდა ყველა მიმართულებით ჩვენი ქვეყნის განვითარებას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების Javelin-ის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
ავტორი: ,