01:06 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 15:34:14, 1750 ნახვა

კომენტარი
საქართველოს ელჩი გამორიცხავს, რომ უკრაინიდან ქართველი ჟურნალისტების გამოძევება სააკაშვილთან კავშირის გამო მოხდა

უკრაინაში საქართველოს ელჩის გელა დუმბაძის განცხადებით, ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევების საკითხი უკრაინის შიდა საქმიანობაა.

როგორც დუმბაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში აღნიშნა, კიევში საქართველოს საელჩო მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით მყისიერ რეაგირებას ახდენს.

ამასთან, ელჩი გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ საქართველოს მოქალაქეები ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან კავშირის გამო გააძევეს.

„უკრაინის მხარემ ოფიციალურად განაცხადა, რომ ამ მოქალაქეების საქმიანობა, უკრაინის უსაფრთხოების ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა და ამით აიხსნა ინფორმაციის ნაკლებობა. საელჩოს უწყვეტი კომუნიკაცია ჰქონდა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ასევე უშიშროების საიმიგრაციო სამსახურებთან. მინდა გითხრათ, რომ ცალკე ამ საკითხთან დაკავშირებით გაიგზავნა ნოტა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ხვალ პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ გროისმანის დავალებით, შედგება ჩემი შეხვედრა ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურის უფროსთან, სადაც ეს საკითხები იქნება განხილული. ასევე ცალკე თემად დავაყენებთ, საელჩოს დროულ ინფორმირებას მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით. ყველა ქვეყანას აქვს უფლება სხვადასხვა ფორმით გამოხატოს თავისი გადაწყვეტილება. ეს არის უკრაინის შიდა საქმიანობა. როდესაც საუბარი არის ფორმულირებაზე, კონკრეტულად იმის ხაზგასმას, რომ ეს პიროვნებები იყვნენ რაიმე კავშირში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან ან მის პოლიტიკურ საქმიანობასთან, ამას მოცემულ ეტაპზე ადგილი არ აქვს", - განაცხადა გელა დუმბაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics