14:37 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 13:18:18, 2029 ნახვა

ეკონომიკა
ADB-ის ორგანიზებით საქართველოსა და ტაჯიკეთში საბანკო სტაჟირების პროგრამა დაიწყო

აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ფარგლებში  (TFP)  თიბისი ბანკის,  სითი ბანკისა და  ბანკ ესხატას (ტაჯიკეთი) მონაწილეობით პირველად ჩატარდა საბანკო სტაჟირების პროგრამა.

პროგრამის ფარგლებში, პირველად საქართველოში, თიბისი ბანკმა ვაჭრობის ფინანსირების სფეროში არსებული გამოცდილება და ბიზნესპროცედურები გაუზიარა ბანკ ესხატას, რომელიც  ამ მიმართულებით საკუთარი საქმიანობის გაფართოვებას გეგმავს. ვაჭრობის ფინანირების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება  ბანკ ესხატას  ტაჯიკეტში სითი ბანკის წარმომადგენლებაც გაუზიარეს.

აზიის განვითარების ბანკის საბანკო სტაჟირების პროგრამის მიზანს წარმოადგენს ვაჭრობის ხელშეწყობა აზიის განვითარებად ქვეყნებში და მჭიდრო რეგიონალური ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბება.

აზიის განვითარების ბანკი (ADB), რომლის სათაო ოფისი მანილაში მდებარეობს, მიზნად ისახავს აზიასა და  ოკეანეთის რეგიონში სიღარიბის დაძლევას ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და რეგიონული ინტეგრაციის საშუალებით.

საქართველოში აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ფარგლებში 2011 წლიდან დღემდე ვაჭრობის სფეროში გამოიყო 115.9 მილიარდი აშშ დოლარი და განხორციელდა 66 ტრანზაქცია, რომლის 36% მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას მოხმარდა.

ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარებად ქვეყნებში 2009 წლიდან დაფინანსდა 9,200-ზე მეტი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესი, რისთვისაც გამოიყო 26 მილიარდი აშშ დოლარი და განხორციელდა 14,000 ტრანზაქცია.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics