|
2017-11-21 12:38:34, 1466 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მსოფლიოს 34 ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი მიიღებს მონაწილეობას
28-29 ნოემბერს, „თბილისისაბრეშუმისგზის“ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს მსოფლიოს 34 ქვეყნის უმაღლესი თანამდებობისპირი ესტუმრება, მათ შორის არიან მოლდოვის პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი, უკრაინის პრემიერ-მინისტრივლადიმერ გროისმანიდა სლოვენიის ვიცე-პრემიერი კარლ ერიავეცი. ფორუმში მონაწილე ათასზე მეტ დელეგატს შორის ასევე 20 მინისტრი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, საქართველო ხდება საერთაშორისო დიალოგის პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება მსჯელობა იმ კავშირებზე, რომელიც ქვეყნებმა უნდა განავითარონ ვაჭრობის გაზრდის, ინვესტიციების მოზიდვისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. „28 ნოემბერს, ფორუმის ფარგლებში ქვეყნებს შორის გაიმართება მაღალი დონის დიალოგი, სადაც როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნესის დონეზე განხილული იქნება ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის მნიშვნელოვანი საკითხები. აბრეშუმის გზის ფორუმი ემსახურება იმას, რომ გაიზარდოს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის მნიშვნელობა. სატრანსპორტო დერეფანი, რომლითაც საქართველო აკავშირებს ევროპას და აზიას, არის ჩინეთიდან წამოსული ტვირთების ე.წ. „ცენტრალური კორიდორი,“ როგორც მას თურქეთის პრეზიდენტმა უწოდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ დერეფანშიჩართული ქვეყნებიდან მოხდეს საერთაშორისო ტვირთების მოძიება და მისი მნიშვნელობის ამაღლება“ - აღნიშნა გენადი არველაძემ. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ მომავალი სამი წლის განმავლობაში 4 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებაა დაანონსებული ქვეყნის დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე გამოცხადებული აქვს ინტერესთა გამოხატვა ორი ლოგისტიკური ცენტრის შექმნაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებისა და აბრეშუმის გზის დერეფანში საქართველოს როლის გაზრდისთვის. „ფორუმზე ცალკე პანელი დაეთმობა ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, რომელიც ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ევროპა-აზიის დამაკავშირებელ დერეფანში. აბრეშუმის გზის მონაწილე ქვეყნები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი საერთაშორისო ვაჭრობაში, რომელიც მათ მოუტანს სტაბილურობას როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით“ - განაცხადა გენადი არველაძემ. „თბილისისაბრეშუმისგზისფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში. ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ვაჭრობისხელშეწყობა, ელექტრონულიკომერციისგანვითარება, ციფრულიკავშირი, სატრანსპორტოინფრასტრუქტურა, ენერგეტიკისსფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ გახსნისსაქართველოსპრემიერმინისტრი, გიორგიკვირიკაშვილი. ღონისძიებისმონაწილეებსსიტყვითმიმართავენ უცხოქვეყნისმთავრობებისადასაერთაშორისოორგანიზაციებისხელმძღვანელი პირები. გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები. აბრეშუმის გზის ფორუმი 28 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიხსნება, ხოლო 29 ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორში“ გაგრძელდება. ფორუმის ფარგლებში თემატური სესიები და ორმხრივი შეხვედრები გაიმართება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა- მასში მონაწილეობა მიიღო 34 ქვეყნისოფიციალურიდელეგაციისწევრმადა 50 ქვეყნისბიზნესისწარმომადგენელმა. ღონისძიების მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)