14:40 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 10:52:28, 1582 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე ADB-ის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში იეშიმ ელჰან კაილარს შეხვდა

ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესა და საქართველოში ADB-ის მუდმივ წარმომადგენელს იეშიმ ელჰან კაილარს შორის გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები ტრანსპორტის, წყალმომარაგების, ენერგეტიკის სფეროში.

მათ ასევე ისაუბრეს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და იმ რეფორმებზე, რომლებიც ამ გეგმის ფარგლებში ხორციელდება.

ძირითადი აქცენტი გაკეთდა  სივრცითი განვითარების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტებზე.

მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის და ადგილობრივი და მეორადი გზების პროექტებზე, რომელთა ნაწილი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.  

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ADB-ის საბიუჯეტო დახმარების პროგრამაზე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი მხარდამჭერია  მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში.

აზიის განვითარების ბანკი წარმოადგენს ერთ-ერთი უმსხვილეს განვითარების პარტნიორს საქართველოსთვის, რომლის პორტფოლიო 2.4 მლრდ დოლარზე მეტია, მათ შორისაა: სახელმწიფო, კერძო სექტორის და ტექნიკური მხარდაჭერის პროექტები.

აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია, საპენსიო რეფორმის კანონმდებლობა, კერძო-საჯარო თანამშრომლობის კანონპროექტი.  

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ABD-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არის ძალიან მყარი და მას  პოზიტიური სამომავლო პერსპექტივა აქვს.

(NS) 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics