|
2017-11-18 15:55:35, 2251 ნახვა
კომენტარი
ბესელია: ნარკომომხმარებელთა მიმართ გამოკვეთილია ერთიანი პოზიცია - კანონი იყოს უფრო ჰუმანური და სამართლიანი
ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ინიციატივით და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის და USAID-ის მხარდაჭერით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია მიესალმა და წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ უკვე შეჯერებულ მიდგომებზე და ჯერ კიდევ განსხვავებულ პოზიციებზე ინფორმაცია წარმოადგინა.
კანონპროექტის ცვლილებები, სამუშაო ჯგუფის წევრებს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის შავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ გააცნო.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები დაესწრნენ.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


„ცვლილებები, რომლებიც ინიცირებულია საკმაოდ კომპლექსურია და ფართო ტიპის რეფორმას მოიცავს. იგი მთლიანად ცვლის დღეს არსებულ მიდგომებს, რომლის მიხედვითაც ყველა ტიპის ნარკოტიკის მოხმარებისთვის შემოთავაზებულია დეკრიმინალიზაცია, ცვლილებები ოდენობების და სასჯელების შეცვლასაც მოიცავს. ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვას აუცილებლად სჭირდება მთავრობასთან პოზიციების შეჯერება, რადგან ცვლილებების მიმართ, ამ დროისთვის, ბევრი წინააღმდეგობა არსებობს. სხვადასხვა სამთავრობო უწყებას განსხვავებული ხედვები აქვთ - ეს ეხება ოდენობების და ფორმულირებების და დეკრიმინალიზაციის ნაწილს. სამუშაო ფორმატში სასამართლოს, აღმასრულებელი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ვცდილობთ პრინციპების დონეზე დავინახოთ სად არის თანხმობა და სად შეიძლება იყოს კორექტირებული ვერსია. ვფიქრობ, რომ წარმოდგენილ პროექტში გარკვეული ცვლილებები შევა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რთული იქნება კომპრომისის მიღწევა. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა მიმართ გამოკვეთილია ერთიანი პოზიცია - კანონი იყოს უფრო ჰუმანური და სამართლიანი, ხოლო რეალიზატორების მიმართ ლიბერალიზაციის კუთხით არანაირი კომპრომისი არ იქნეს დაშვებული", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
„საკმაოდ კომპლექსური საკანონმდებლო პაკეტია წარმოდგენილი. მისი ძირითადი არსი საპატიმრო სასჯელის, ციხის ნაცვლად მომხმარებლებზე ზრუნვა წარმოადგენს. შესაბამისად, 273-ე მუხლის გაუქმება პრინციპული საკითხია, თუმცა შესაძლებელია ეს მუხლი გარკვეული დათქმით გაუქმდეს ანუ მთავრობას მიეცეს ვადა, იმისათვის რომ განავითაროს მკურნალობა, რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების სერვისები. თუ რა თანხებს მოიცავს აღნიშნული სერვისები უკვე დათვლილია და მხოლოდ მათი ამოქმედების შემდეგ შესაძლოა გაუქმდეს საპატიმრო სასჯელები. მსჯელობა მიდის ასევე ყველა ნარკოტიკული ნივთიერების მიმართ, ოდენობების განსაზღვრის კუთხით, რომლებიც პირადი მოხმარების მიზნით გამოიყენება. ცვლილებების მესამე პრინციპული საკითხი ნარკორეალიაზიის კუთხით კანონმდებლობის გამკაცრებაა, ეს ეხება ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის გატოლებას, თავისი არსით, ნარკოდანაშაულთან. ანუ თუ რეცეპტის გარეშე გასცემენ ფსიქოტროპულ ნივთიერებებს ამ შემთხვევაში, როგორც გამცემი, ასევე კონკრეტული სააფთიაქო დაწესებულების მფლობელი დაისჯება ისევე, როგორც ისჯებიან ნარკოდანაშაულზე - 6 წლიდან და ზევით. ეს მიდგომა კი ძალიან პრევენციული ღონისძიება იქნება იმ მავნე მოვლენისა, რომელიც ჩვენ საზოგადოებას აზიანებს", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.



epn.ge (@expressnews.ge)