2017-11-17 19:16:52, 2694 ნახვა
კომენტარი
ჭონქაძე: ვერავინ მომიყვანს ვერც ერთ ფაქტს, რომ ვარ მოძალადე, ჰომოფობი, ან ფაშისტი
„უარვყოფ, რომ ვარ მოძალადე, ჰომოფობი, ან ფაშისტი. ვერც ერთ მსგავს ფაქტს ვერავინ მომიყვანს მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე", - ასე გამოეხმაურა თბილისის მერიის უსაფრთხოების ახლადარჩეული უფროსი ნიკოლოზ ჭონქაძე მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს.
როგორც მან აღნიშნა, ის მოთმინებით ისმენდა, მათ შორის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზეც შეურაცხმყოფელ ბრალდებებს, რაც ჭონქაძის განმარტებით, მის აგრესიულობას გამორიცხავს:
"მე ვარ ამაყი, რომ დღეს საღმა აზრმა გაიმარჯვა და ბრალდებები, რომელიც ჩემს წინაშე იყო, არ გაიზიარა საზოგადოებამ",-აღნიშნა ნიკოლოზ ჭონქაძემ.
ავტორი: ,