|
2017-11-17 15:04:15, 1832 ნახვა
ეკონომიკა
„ელიტ ელექტრონიქსმა“ და nobilia-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ელიტ ელექტრონიქსმა თანამშრომლობის სამზარეულოს ავეჯის მწარმოებელ მსოფლიოს #1 გერმანულ ბრენდთან nobilia-სთან მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში ექსკლუზიურად გაიყიდება nobilia-ს ბრენდის როგორც საშუალო, ასევე პრემიუმ სეგმენტის სამზარეულოს ავეჯი. წარმოდგენილი პროდუქცია იქნება უნიკალური და მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნაზე მორგებული. ელიტ ელექტრონიქსის ინტერიერის დიზაინერები მომხმარებელს დაეხმარებიან მათთვის სასურველი სამზარეულოს დიზაინის შექმნაში. აღნიშნული პროდუქცია მზადდება გერმანიაში, ამიტომ მისი შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი შეკვეთით. nobilia გახლავთ გერმანული კომპანია რომელიც 70 წელზე მეტია რაც აწარმოებს უნიკალურ სამზარეულოს ავეჯს და ევროპაში აღიარებულია ლიდერ ბრენდად. nobilia-ს პროდუქცია გამოირჩევა როგორც დიზაინით, ასევე წარმოების მაღალი ხარისხით. თითოეული სამზარეულო არის ინდივიდუალურად დაგეგმილი და მზადდება მაქსიმალური სიზუსტით. კომპანიის პროდუქცია დღეისათვის მსოფლიოს 80 ქვეყანაში იყიდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს. კვლევის მიხედვით, გერმანიაში ყოველ მე-3 ოჯახში სწორედ nobilia-ს სამზარეულოა განთავსებული. ავეჯი მზადდება მხოლოდ ორგანული და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით. ხარისხის, წარმოების და დიზაინის სფროში nobilia უამრავი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, როგორებიც არის - DIN EN ISO 9001: 2008, DIN EN ISO 50001: 2011 და "ოქროს M"-ს ხარისხის მართვის სერტიფიკატები. ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი იქნება nobilia-ს სამზარეულოს ავეჯის შოურუმი, ასევე ნიჟარები, ონკანები და სხვა დამატებითი აქსესუარების სრული სპექტრი. მომხმარებელს საშუალება ექნება ერთად შეარჩიოს სამზარეულოს ტექნიკა და ავეჯი, საკუთარი სურვილის მიხედვით და შექმნას უნიკალური დიზაინის სამზარეულო, რომელიც იდეალურად იქნება მორგებული მის მოთხოვნებს. რაც მთავარია ყველა დიზაინი შეიქმნება ექსკლუზიურად და არ განმეორდება.
®
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)