17:05 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 11:45:55, 1753 ნახვა

ეკონომიკა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით მოლდოვას პრემიერ-მინისტრი გამოვა

28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე „დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“  (High Level Dialogue on Belt and Road Connectivity for Stability) მისასალმებელი სიტყვით მოლდოვას პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი გამოვა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სანამ 2016 წლის იანვარში მოლდოვას მე-12 პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, პაველ ფილიპი  მოლდოვას საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ის არის მოლდოვას ევროკავშირში გაერთიანების მხარდამჭერი და გამოირჩევა პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული მიდგომით. პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ, მან დაიწყო ყოვლისმომცველი და სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოდერნიზაციასა და განვითარებას.

პაველ ფილიპს აქვს ბიზნეს სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება. 20 წელზე მეტი იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს მოლდოვას წამყვან კომპანიებში.

2014-2015 წლებში პაველ ფილიპი მოლდოვას პარლამენტის წევრი და ეკონომიკის, ბიუჯეტისა და ფინანსების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

2011-2016 წლებში იყო  საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრი.

2008-2011 წლებში ფილიპი მოლდოვას უდიდესი თამბაქოს მწარმოებელი საწარმოს („Tutun-CTC")  გენერალური დირექტორი იყო.

2010 წლიდან დღემდე ის  მოლდოვას დემოკრატიული პარტიის დეპუტატი, პარტიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და მუნიციპალური ორგანიზაციის თავმჯდომარეა კიშინიოვში.

2009-2010 წლებში იყო მოლდოვას დამსაქმებელთა ეროვნული კონფედერაციის საბჭოს წევრი.

2001-2008 წლებში ის იყო საკონდიტრო საწარმო Bucuria-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ინჟინერიის, წარმოებისა და ტექნოლოგიების საკითხებში.

პაველ ფილიპი დაჯილდოებულია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მედლით, საინფორმაციო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ასევე, ფლობს ორდენს (Gloria Muncii) მოლდოვასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებებსა და რატიფიცირებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში დახმარებისთვის.

http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/welcoming-panel/169-pavel-filip

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics