14:21 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 17:05:10, 2163 ნახვა

ეკონომიკა
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს

Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღევანდელი დღის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და მისი შეძენა 2.7200 ლარად არის შესაძლებელი.

გამოცემის ვებგვერდზე განთავსებული ინფომრაციის თანახმად, დღიური მაჩვენებელი ასე გამოიყურება: 2.7025 - 2.7275. 

გამოცემის ინფორმაციით, Bloomberg-ზე ვაჭრობა დღეს, 1 დოლარი 2.7050 კურსით დაიწყო და 0.55% -იანი გაუფასურება ფიქსირდება.

ცნობისთვის, თბილისის დროით 17:00 საათზე 1 დოლარის ღირებულება Bloomberg-ზე 2.7200 ლარია, გუშინ კი, მისი შეძენა 2.7050 კურსით იყო შესაძლებელი და ამავე კურსით დასრულდა. 

Bloomberg-ის სისტემაში შეთავაზებების ფასის მიხედვით, ნოემბრის თვის მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ლარი დოლართან მიმართებაში 2.6344-დან 2.7200-მდე მერყეობდა. 

ცნობისთვის, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.7039 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.6955 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0084​ ლარი შეადგინა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics