14:21 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 16:56:54, 1785 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძემ ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ კონფერენციაზე „ვიშეგრადის ქვეყნები და საქართველო - ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები“ მოხსენებით გამოვიდა,   რომელიც საქართველო - ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციაზე განხილული იქნა საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებს შორის (ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი) ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, გენადი არველაძემ მადლობა გადაუხადა ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე გაწეული დახმარებისთვის მათ შორის, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესში.

 არველაძემ საქართველოსა და ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დინამიკა მიმოიხილა, მათ შორის, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებებით.

კონფერენციის მუშაობაში  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი, ბრუნო ბალვანერა და სხვა ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics